დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090020.35.132.016300 |
|
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში (სსმ, 24.09.2012 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 4.10. და 4.11. პუნქტები:
„4.10. დადგინდეს (გარდა სსზ-3-ში არსებული მრავალბინიანი სახლებისა, ასევე იმ მრავალბინიანი სახლებისა, რომლებსაც ამ ცვლილების ამოქმედებამდე დაუდგინდათ მიწის ნაკვეთების საზღვრები) ერთსართულიანი, ორსართულიანი და სამსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის მიწის ნაკვეთის საზღვრები: ა) ერთსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 0.6-მდე; ბ) ორსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 0.8-მდე; გ) სამსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 1.3-მდე. 4.11. ერთსართულიანი, ორსართულიანი და სამსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართობის დადგენისას განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) განისაზღვროს მხოლოდ თავისუფალ (დაურეგისტრირებელ) მიწის ნაკვეთებზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები