სს,,ელმავალმშენებლის"აქციათა 87%-ის მფლობელი აქციონერის შპს ლოკო ტრანს კომპანის (“LOKO TRANS COMPANY” LTD)-ის გადაწყვეტილება.(8 ივნისი 2016)

  • Word
სს,,ელმავალმშენებლის"აქციათა 87%-ის მფლობელი აქციონერის შპს ლოკო ტრანს კომპანის (“LOKO TRANS COMPANY” LTD)-ის გადაწყვეტილება.(8 ივნისი 2016)
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „ელმავალმშენებლის“ აქციების 87%-ის მფლობელის შპს „ლოკო ტრანს ჰოლდინგი“
მიღების თარიღი 08/06/2016
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/09/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
08/06/2016
ვებგვერდი, 28/09/2016
სს,,ელმავალმშენებლის"აქციათა 87%-ის მფლობელი აქციონერის შპს ლოკო ტრანს კომპანის (“LOKO TRANS COMPANY” LTD)-ის გადაწყვეტილება.(8 ივნისი 2016)
სს „ელმავალმშენებლის“ აქციების 87%-ის მფლობელის შპს „ლოკო ტრანს ჰოლდინგი“

 შპს „ლოკო ტრანს კომპანი“

„LOKO TRANS COMPANY” LTD

 

სს „ელმავალმშენებლის“ აქციათა 87%-ის  მფლობელი აქციონერის

შპს „ლოკო ტრანს კომპანის“ (“LOKO TRANS COMPANY” LTD)-ის

გადაწყვეტილება

2016 წლის 8 ივნისი

სს „ელმავალმშენებლის“ წესდების 19.5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 54.11 პუნქტის შესაბამისად, შპს „ლოკო ტრანს კომპანი („LOKO TRANS COMPANY“ LTD) (დარეგისტრირებული სავაჭრო რეესტრში ნომრით C 46598, მისამართი: პიაცა ტიგნე,  ტიგნე ფოინთ №5, TH 01 სლიემა, მალტა (5 Pjazza Tigne, Tigne Point, TH 01 smila, Malta), მოქმედებს რა წესდებაში არსებული პუნქტების საფუძველზე, განიხილა შემდეგი საკითხები:

დღის წესრიგი:

1. სს „საქართველოს ბანკსა”  და სს “ელმავალმშენებელს” (ს/კ: 200002068) შორის 28.06.2007წ. გაფორმებული №001033 გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და მისგან გამომდინარე ყველა/ნებისმიერი არსებული და სამომავლოდ წარმოშობილი ვალდებულებ(ებ)ის უზრუნველყოფის მიზნით, სს “ელმავალმშენებელის” საკუთრებაში არსებული ან/და სამომავლო ნებისმიერი/ყველა  უძრავი/მოძრავი  ქონების ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის იპოთეკით დატვირთვა ან/და  დაგირავება.

2. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებაში ან/და მის შემადგენელ, მასთან დაკავშირებულ ან/და უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში/შეთანხმებებში ნებისმიერი შინაარსის ცვლილებების/დამატებების შეტანა აქციონერ(ებ)ის თანხმობის გარეშე.

ზემოაღნიშნული საკითხების განხილვის შედეგად მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

1. სს „საქართველოს ბანკსა”  და სს „ელმავალმშენებელს” (ს/კ: 200002068) შორის 28.06.2007წ. გაფორმებული №001033 გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და მისგან გამომდინარე ყველა/ნებისმიერი არსებული და სამომავლოდ წარმოშობილი ვალდებულებ(ებ)ის უზრუნველყოფის მიზნით, სს “ელმავალმშენებელის” საკუთრებაში არსებული ან/და სამომავლო ნებისმიერი/ყველა  უძრავი/მოძრავი ქონება ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე დაგირავდეს ან/და  დაიტვირთოს იპოთეკით.

2. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებაში №001033, რეგ. 28.06.2007წ. დადებული სს”საქართველოს ბანკსა” და სს “ელმავალმშენებელს” შორის (ს/კ 200002068) ან/და მის შემადგენელ, მასთან დაკავშირებულ ან/და უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში/შეთანხმებებში შევიდეს ნებისმიერი შინაარსის ცვლილება/დამატება სს „ელმავალმშენებლის”   აქციონერ(ებ)ის თანხმობის გარეშე.

ნება მიეცეს სს „ელმავალმშენებელის” ფინანსური სამსახურის უფროსს ბ-ნ რაულ გურამის ძე შენგელიას შესაბამისი გადაწყვეტილებ(ებ)ის შესასრულებლად, პირადად გააფორმოს ყველა/ნებისმიერი ხელშეკრულება ან/და ხელი მოაწეროს ყველა/ნებისმიერ დოკუმენტს/შეთანხმებას და თავად, მესამე მხარეზე უფლებამოსილების გადანდობის გარეშე, განსაზღვროს მათი პირობები და შინაარსი. აგრეთვე სს „საქართველოს ბანკთან“ გაფორმებულ  ნებისმიერ საკრედიტო და უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში შეიტანოს ნებისმიერი სახის ცვლილებები/დამატებები და თავად განსაზღვროს მათი პირობები და შინაარსი. ზემოთ დასახელებული უფლებები მიენიჭა ბ-ნ რაულ გურამის ძე შენგელიას 3 თვის ვადით.

შპს „ლოკო ტრანს კომპანის (ხელმოწერილია) (LOKO TRANSCOMPANY LTD) დირექტორი

წარმოადგენილი ბ-ნ კარლ მაგრის სახით