კრედიტორთა კრების მოწვევის (სს „დელფი“)

  • Word
კრედიტორთა კრების მოწვევის (სს „დელფი“)
დოკუმენტის ნომერი 2/20031-16
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 16/09/2016
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/09/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/20031-16
16/09/2016
ვებგვერდი, 28/09/2016
კრედიტორთა კრების მოწვევის (სს „დელფი“)
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/20031-16

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2016 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი - სს ,,დელფი’’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 205009603)

დირექტორი - მალხაზ ალბორაშვილი

მეურვე - აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - ირაკლი წიკაური

მოთხოვნა - კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ.

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და,

გამოარკვია:

2016 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს ,,დელფის’’ დირექტორმა მალხაზ ალბორაშვილმა და მოითხოვა სს ,,დელფის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან სს ,,დელფის’’ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2016 წლის 16 სექტემბერს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში.

კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კერძოდ, მოსმენილი იქნა მეურვის ანგარიში მოვალის ქონებასთან დაკავშირებით. მოხდა განმცხადებლების კრედიტორად აღიარება, სს ,,დელფის’’ და მეურვის - აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების შუამდგომლობის საფუძველზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა შეწყდა. კრება უნდა გაგრძელდეს კანონით დადგენილ ვადაში.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

  სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.

დაადგინა:

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2016 წლის 13 ოქტომბერს 17:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №29.

2. განჩინება გამოქვეყნდესსაქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3.  განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

  მოსამართლე                                     თამარ ჭუნიაშვილი