დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ (შპს ,,მარიჯანი") | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/18641-16 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 16/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქმე №2/18641-16
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2016 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებ ლები - ალა კოხრეიძე, ნინო ღუდუშაური, ზეინაბ ძიძიგური
მოვალე - შპს ,,მარიჯანი”
მეურვე - აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ირაკლი წიკაური
მოთხოვნა - კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
2016 წლის 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართეს ალა კოხრეიძემ, ნინო ღუდუშაურმა, ზეინაბ ძიძიგურმა და მოითხოვეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება შპს „მარიჯანის” მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო.
კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2016 წლის 16 სექტემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; 3. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა; კრებაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა იშუამდგომლა კრების გაგრძელება სხვა დრისათვის, ვინაიდან არ გააჩნდა შპს ,,მარიჯანის’’ მიმართ არანაირი დოკუმენტაცია, ამიტომ სამეურნეო-საფინანსო ანგარიშიც არ იქნა წარმოდგენილი.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. შესაბამისად, სასამართლოს მეურვის შუამდგომლობა სამართლებრივად დასაბუთებულად მიაჩნია.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე - 285-ე მუხლებით.
დაადგინა:
1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2016 წლის 19 დეკემბერს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29;
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები