საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების მოწვევის ახალი ვადების დადგენის შესახებ

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების მოწვევის ახალი ვადების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 68/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 26/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 010220020.15.008.016307
68/2016
26/09/2016
ვებგვერდი, 26/09/2016
010220020.15.008.016307
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების მოწვევის ახალი ვადების დადგენის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №68/2016

2016 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების მოწვევის ახალი ვადების დადგენის შესახებ

იმის გათვალისწინებით, რომ სხვა სახელმწიფოში შექმნილი ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველის სხდომა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის 21-ე პუნქტით დადგენილი ვადაში ვერ ჩატარდა, ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი კვორუმის არარსებობის გამო, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების მოწვევისა და კენჭისყრის შენობაში ამ უბნის ამომრჩეველთა სპეციალური სიების საჯარო ვერსიის გამოკვრის ბოლო ვადად დადგინდეს კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-10 დღე (28 სექტემბერი).
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი