დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №178 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 132 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016725 |
|
,,ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №178 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №178 ბრძანებაში (სსმ,100110000.22.038.016593, 04/01/2016) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის (ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესი და მეთოდოლოგია): ა) მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. კონკრეტულ საქმისმწარმოებელ პრობაციის ოფიცერს ელექტრონულ აპარატურას გადასცემს შესაბამისი პრობაციის ბიუროს უფროსი, რომელიც გადაცემას არეგისტრირებს ელექტრონული აპარატურის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №2), რაც დასტურდება პრობაციის ბიუროს უფროსისა და პრობაციის ოფიცრის ხელმოწერით. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მსჯავრდებულისათვის ელექტრონული აპარატურის მოხსნის შემდეგ პრობაციის ოფიცერი მოხსნილ ელექტრონულ აპარატურას აბარებს პრობაციის ბიუროს უფროსს, რაც ასევე რეგისტრირდება ელექტრონული აპარატურის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №2). ელექტრონული აპარატურის აღრიცხვის ჟურნალი უნდა იყოს დანომრილი, აკინძული და პრობაციის ბიუროს უფროსის ბეჭდით დამოწმებული.“; ბ) მე-3 მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, თუ არსებობს სხვა ისეთი გარემოება, რომელიც შეიძლება მსჯავრდებულის მიმართ შინაპატიმრობის აღსრულებისას ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდეს, პრობაციის ბიუროს უფროსი შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სააგენტოს უფროსს. სააგენტოს უფროსი გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში. შინაპატიმრობის აღსრულებისას ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შინაპატიმრობის აღსრულება ხორციელდება ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 448 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.“; გ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ ადგილი აქვს მსჯავრდებულის მიერ ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პერიმეტრის დარღვევას ან/და ამავე მიზნით ელექტრონული აპარატურის დაზიანებას, მსჯავრდებულის მიმართ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები."; დ) მე-5 მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. მსჯავრდებულის მიერ ელექტრონული აპარატურის დაზიანების შემთხვევაში, თუ არსებობს ახალი ელექტრონული აპარატურის დაზიანების რისკი, პრობაციის ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე, სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში. შინაპატიმრობის აღსრულებისას ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის თაობაზე. შინაპატიმრობის აღსრულებისას ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შინაპატიმრობის აღსრულება ხორციელდება ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 448 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.“. 2. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №2 (ელექტრონული აპარატურის აღრიცხვის ჟურნალი) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები