„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის N05/13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის N05/13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05/16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 04/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.054.016225
05/16
27/09/2016
ვებგვერდი, 29/09/2016
010320010.22.054.016225
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის N05/13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/16

2016 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის №05/13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის №05/13 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

მუხლი 14. ინსპექტირების და მონიტორინგის სამმართველო

ინსპექტირების და მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობებია:

ა) განახორციელოს სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება მიღებული განცხადების,  საჩივრის,  შეტყობინებისა  და სხვა ინფორმაციის საფუძველზე;

ბ) მოთხოვნისთანავე მიიღოს სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისგან სამსახურებრივი შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტაცია ან ინფორმაცია;

გ)  განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გამოიძახოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი და მიიღოს მისგან ახსნა-განმარტება;

დ) ნებაყოფლობის საფუძველზე ახსნა-განმარტება ჩამოართვას, ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირისაგან, რომელიც არ არის სამინისტროს სისტემის თანამშრომელი;

ე)  კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში არსებული მონაცემთა  ბაზა;

ვ) სამსახურებრივი შემოწმებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ან სპეციალისტის/ექსპერტის მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;

ზ) ითანამშრომლოს სამართალდამცავ  ორგანოებთან;

თ) სამსახურებრივი     შემოწმების    შედეგების საფუძველზე  მინისტრს   ან/და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს წარუდგინოს რეკომენდაცია გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;

ი) წარმოებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მოპოვებული მასალები, მინისტრთან შეთანხმებით, გადაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს;

კ) ვალდებულია წინასწარ  განუმარტოს პირს მისი უფლება, უარი თქვას ახსნა-განმარტების მიცემაზე;

ლ) სამსახურებრივი შემოწმება ჩაატაროს დადგენილ ვადებში და წესით;

მ) აწარმოოს სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა  და კანონიერების დარღვევის შემთხვევების აღრიცხვა;

ნ) განახორციელოს მონიტორინგი შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შედეგად ობიექტისთვის გაწეული რეკომენდაციების შესრულებაზე;

ო) აწარმოოს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების თაობაზე დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ შედგენილ ანგარიშებში მითითებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;

პ) ყოველწლიურად წარუდგინოს მინისტრს ანგარიში გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ;

ჟ) შეასრულოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე