დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.127.016214 |
|
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
1. შევიდეს ცვლილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის №27 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 07/10/2015 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 01.0250050.35.127.016187), №1 დანართს დაემატოს მუხლი 153 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 153. გამგებლის წარმომადგენლის მიერ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისიტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 1. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონითა და იუსტიციის მინიტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დადგენილი წესისა და 2016 წლის 30 ივლისის №150 ბრძანებით დადგენილი ოქმის ფორმის შესაბამისად გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს გამგებლის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 2. ქალაქ ზესტაფონის ტერიტორიაზე ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს გამგებლის წარმომადგენელი ქ. ზესტაფონის ადმინისტრაციულ ერთეულში და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთულებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტები გამგებლის შესაბამის ბრძანების საფუძველზე.“ . |
| მუხლი 2 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები