დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 128/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017201 |
|
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/03/2011, 110311011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016076) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების:
1. მე-3 მუხლის: ა) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) მეექვსე კარის LXXXVI თავი ამოქმედდეს ამ ბრძანების გამოქვეყნებისთანავე. 2. პირველი მუხლით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“: ა) 49-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საათობრივი ბადე არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების საბაზო-საშუალო საფეხურებისთვის
9. არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის განკუთვნილი საბაზო-საშუალო საფეხურის საათობრივი ბადის ცხრილის განმარტებები: ა) VIII კლასში სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება ისწავლება I სემესტრში კვირაში 1 საათი; ბ) VIII კლასში გეოგრაფია ისწავლება I სემესტრი – კვირაში 1 საათი, II სემესტრი – კვირაში 2 საათი; გ) VIII კლასში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ისწავლება I სემესტრში კვირაში 2 საათი, II სემესტრში – კვირაში 1 საათი; მუსიკა ისწავლება I სემესტრში კვირაში 1 საათი, II სემესტრში – კვირაში 2 საათი; დ) IX კლასში მუსიკა ისწავლება I სემესტრში კვირაში 2 საათი, II სემესტრში კვირაში 1 საათი; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ისწავლება I სემესტრში კვირაში 1 საათი, II სემესტრში კვირაში 2 საათი; ე) X კლასში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ისწავლება I სემესტრში კვირაში 2 საათი; მუსიკა ისწავლება II სემესტრში კვირაში 2 საათი. სკოლას უფლება აქვს ამ ორი საგნის სწავლება გადაანაცვლოს სემესტრებს შორის; ვ) XI კლასში საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება ისწავლება I სემესტრში – კვირაში 1 საათი, ხოლო II სემესტრში – კვირაში 2 საათი; ზ) XI კლასში სპორტი ისწავლება I სემესტრში – კვირაში 2 საათი, ხოლო II სემესტრში – კვირაში 1 საათი; თ) XII კლასში სვეტში „პროგრამული“ მოცემულია აუცილებელი დატვირთვის საათები (სავალდებულო და არჩევითი საგნებისთვის) და სვეტში „აბიტური“ მითითებულია „აბიტურის საათისთვის“ განკუთვნილი კვირეული დატვირთვა. „აბიტურის საათის“ ჩატარების საჭიროება განისაზღვრება კონკრეტული სკოლის მიერ და დარეგულირდება სასკოლო სასწავლო გეგმით; ი) XII კლასში სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება ისწავლება I სემესტრში ჯამურად 14 საათი; კ) არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის მეორე უცხოური ენის სწავლება არ არის სავალდებულო. ორი რიცხვის მითითება (0-2) გულისხმობს, რომ მათ შეუძლიათ: კ.ა) ან გააუქმონ მეორე უცხოური ენის სწავლება საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე; ასეთ შემთვევაში მაქსიმალურ დატვირთვად უნდა გამოიყენონ კონკრეტული კლასისთვის კვირაში სავალდებულო დატვირთვის ქვედა ზღვარი; კ.ბ) ან დაუთმონ მხოლოდ 1 ან 2 საათი საბაზო და საშუალო საფეხურებზე; კ.გ) თუ სკოლა არ ასწავლის მეორე უცხოურ ენას საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე, ამავდროულად აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა, მეორე უცხოური ენისთვის განკუთვნილი საათები შეიძლება გამოიყენოს სახელმწიფო ენის სწავლებისთვის; ლ) XII კლასში საატესტატო გამოცდებისათვის მოსამზადებლად აბიტურის 1 საათი გამოიყოფა იმ ენაში, რომელსაც მოსწავლე აბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე; მ) არჩევითი საგნებიდან გლობალური პრობლემების გეოგრაფია ისწავლება მხოლოდ მე-12 კლასში. დანარჩენი საგნების არჩევა შესაძლებელია როგორც მე-11, ისე მე-12 კლასებში. ამავე დროს, მე-12 კლასში მოსწავლე ირჩევს საგანს განსხვავებულს იმისგან, რაც ჰქონდა არჩეული მე-11 კლასში.“.
ბ) X თავის VII, VIII, IX, X, XI და XII კლასების ცხრილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„VII კლასი
VIII კლასი
IX კლასი
X კლასი
XI კლასი
XII კლასი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები