დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27008 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 23/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016384 |
შემოსავლების სამსახურის
ბრძანება №27008
2016 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ და „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის“ (დანართი №1) მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა ასევე მოიცავს:
ა) სამსახურის ბალანსზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებზე (საქარე მინაზე ან სხვა თვალსჩინო ადგილას) სამსახურის საშვის გამოყენებას;
ბ) თანამშრომლის მიერ სამსახურის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების მართვას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში;
გ) თანამშრომლის მიერ სამსახურის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების გადაცემას არაუფლებამოსილი თანამშრომლისათვის;
დ) თანამშრომლის მიერ სამსახურის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების გადაცემას სხვა პირისათვის.
12. ამ მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე ან სხვა თვალსაჩინო ადგილას საშვის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოებთან კანონმდებლობით დადგენილი დგომა-გაჩერების ადგილებში;
ბ) ოფიციალური ღონისძიებების დროს სპეციალურად ამ მიზნით გათვალისწინებულ დგომა-გაჩერების ადგილებში.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები