„ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 22/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016179
22
22/09/2016
ვებგვერდი, 27/09/2016
300320000.16.009.016179
„ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №22

2016 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილების (ვებგვერდი, 05.08.2014, 300320000.16.009.016091) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს წარმოების ტარიფი გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ფასი, რომელშიც აისახება  უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული საოპერაციო დანახარჯები და აგრეთვე, 2010 წლის შემდეგ აშენებული თბოელექტროსადგურის შემთხვევაში, მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ნაწილი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული წილის შესაბამისად.“ ;

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) გარანტირებული სიმძლავრის საფასური – გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მიერ ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფისათვის დადგენილი საფასური, რომელიც უზრუნველყოფს გარანტირებული სიმძლავრის წყაროს კაპიტალური დანახარჯებისა და ფიქსირებული საოპერაციო დანახარჯების ანაზღაურებას, 2010 წლის შემდეგ აშენებული თბოელექტროსადგურის შემთხვევაში კი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული წილის შესაბამისად;“;

 გ) მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. გარანტირებული სიმძლავრის საფასური  იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

Q(t+1)  გარანტირებული სიმძლავრის საფასური სატარიფო წლისთვის (t+1) (ლარი/დღე);

OPEXფიქს(t+1) საწარმოს ფიქსირებული საოპერაციო დანახარჯები სატარიფო წლისთვის (t+1) (ლარი);

CAPEX(t+1)  საწარმოს კაპიტალური დანახარჯები სატარიფო წლისთვის (t+1) (ლარი);

N(t+1) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მზადყოფნის დღეების დაგეგმილი რაოდენობა სატარიფო წლისთვის (t+1);

K    2010 წლის შემდეგ აშენებული თბოელექტროსადგურების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ  განსაზღვრული კომისიის მიერ დადგენილი ფიქსირებული საოპერაციო დანახარჯების და  კაპიტალური დანახარჯების პროცენტული წილი, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის საფასურით უნდა ანაზღაურდეს. 2010 წლის ჩათვლით აშენებული თბოელექტროსადგურების შემთხვევაში K=1.“;

დ) მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფში აისახება როგორც უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული საოპერაციო დანახარჯები, (მათ შორის: სათბობის, ქიმიური რეაგენტების და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ხარჯები) ასევე 2010 წლის შემდეგ აშენებული თბოელექტროსადგურის შემთხვევაში, კაპიტალური და ფიქსირებული საოპერაციო დანახარჯების ის ნაწილი, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის საფასურში არ აისახა.“;

ე) მე-15 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

Tცვლ (t+1) – გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი (თეთრი/კვტსთ);

OPEXცვლ(t+1) – გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ცვლადი საოპერაციო დანახარჯები სატარიფო წლისთვის (ლარი);

cFC(t+1) – გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოებისათვის საჭირო სათბობის (ბუნებრივი აირი, მაზუთი, ქვანახშირი) შესყიდვის დანახარჯის, ამ მეთოდოლოგიის მე-20 მუხლის 11 ან 12 პუნქტებით განსაზღვრული  კორექტირებული ოდენობა (ლარი);

Eგაც(t+1) – გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მიერ სალტეზე გაცემული ელექტროენერგიის რაოდენობა სატარიფო წლისთვის (კვტსთ);

K   2010 წლის შემდეგ აშენებული თბოელექტროსადგურების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული კომისიის მიერ დადგენილი კაპიტალური  და ფიქსირებული საოპერაციო დანახარჯების პროცენტული წილი, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის საფასურით უნდა ანაზღაურდეს. 2010 წლის ჩათვლით აშენებული თბოელექტროსადგურების შემთხვევაში K=1.“;

ვ) ამოღებულ იქნეს 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი