,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე
დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 23/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2016
ძალაში შესვლის თარიღი 26/09/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 11/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.026.016414
68
23/09/2016
ვებგვერდი, 23/09/2016
010320010.22.026.016414
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №68

2016 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1.  

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში (ვებგვერდი, 19/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010320010.22.026.016381) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:  

1. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და ამ მიზნებით  სამინისტროს დანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა და შესრულების მონიტორინგი, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა;“.

ბ) ,,ი“ და ,,კ“  ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. დებულების მე-3 მუხლის:

ა) ,,პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) ,,ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჟ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და ამ მიზნებით სამინისტროს დანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა და შესრულების მონიტორინგი, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა;“;

გ) ,,რ“ - ,,ტ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-4 მუხლის:

ა)  ,,დ“ - ,,ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) საჯარო ინფორმაციის სამმართველო.“.

4. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის ,,ლ“ და ,,მ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტის ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. მე-8, მე-9 და მე-10 მუხლები ამოღებულ იქნეს.

6. დებულებას დაემატოს 111 მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 111. საჯარო ინფორმაციის სამმართველოს სტრუქტურა და კომპეტენცია

1. საჯარო ინფორმაციის სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საჯარო ინფორმაციის განყოფილება;

ბ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილება.

2. საჯარო ინფორმაციის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ბ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და კვარტალურად შესაბამისი სტატისტიკის მომზადება;

გ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფისა და პროაქტიულად გამოქვეყნებისათვის სამინისტროს დანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა და მათი შესრულების მონიტორინგი;

დ) საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, ერთიანი პრაქტიკის დანერგვა და აღნიშნულ საკითხებზე სამინისტროს დანაყოფების საერთო კოორდინაცია;

ე) სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების განხორციელება, სტრატეგიისა და ეფექტიანი ინსტრუმენტების შექმნა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით, საჯარო ინფორმაციის გაცემის სფეროში, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, ასევე ორგანიზაციებისაგან შემოსული განცხადებებისა და წინადადებების ანალიზი, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, მათი დაძლევის მიზნით სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ზ) საქართველოს სახალხო დამცველთან სამინისტროს კომუნიკაცია და ამ მიზნით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების  საქმიანობის კოორდინაცია;

თ) ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება;

ი) სამინისტროში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის, არსებული სისუსტეებისა და რისკების შესწავლა;

კ) პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება, გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ლ) პერსონალური მონაცემების დაცვის/დამუშავების საკითხებზე სამინისტროს თანამშრომელთა ტრენინგის ინიიცირება და მის ორგანიზებაში მონაწილეობა;

მ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან თანამშრომლობა;

ნ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით განსაზღვრული ყოველწლიური ანგარიშის შედგენის/წარდგენის/გამოქვეყნების უზრუნველყოფა; 

ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. საჯარო ინფორმაციის განყოფილების კომპეტენციაა:

ა) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ბ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და კვარტალურად შესაბამისი სტატისტიკის მომზადება;

გ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფისა და პროაქტიულად გამოქვეყნებისათვის სამინისტროს დანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა და მათი შესრულების მონიტორინგი;

დ) საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, ერთიანი პრაქტიკის დანერგვა და აღნიშნულ საკითხებზე სამინისტროს დანაყოფების საერთო კოორდინაცია;

ე) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით, საჯარო ინფორმაციის გაცემის სფეროში, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, ასევე ორგანიზაციებისაგან შემოსული განცხადებებისა და წინადადებების ანალიზი, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, მათი დაძლევის მიზნით სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ვ) ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილების კომპეტენციაა:

ა) სამინისტროში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის, არსებული სისუსტეებისა და რისკების შესწავლა;

ბ) პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება, გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და ხელმძღვანელობასთან წარდგენა;

გ) პერსონალური მონაცემების დაცვის/დამუშავების საკითხებზე სამინისტროს თანამშრომლებისათვის რეკომენდაციების მიცემა;

დ) პერსონალური მონაცემების დაცვის/დამუშავების საკითხებზე სამინისტროს თანამშრომელთა ტრენინგის ინიიცირება და მის ორგანიზებაში მონაწილეობა;

ე) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან თანამშრომლობა;

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით განსაზღვრული ყოველწლიური ანგარიშის შედგენის/წარდგენის/გამოქვეყნების უზრუნველყოფა; 

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

7. დებულების მე-12 მუხლს დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„51. ადმინისტრაციის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული ადმინისტრაციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო ასეთი აქტის არარსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციის მოხელე ამ მუხლის მე-6 პუნქტში განსაზღვრული წესის დაცვით.".

8. დებულების მე-12 მუხლის:

ა) მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-14 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ.გ) ამ პუნქტის „ბ.ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, ერთეულის  უფროსის ორივე მოადგილის არყოფნის დროს – მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული ერთეულის მოხელე;”.


მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 26 სექტემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია