დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 სექტემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 26/09/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.026.016412 |
|
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 სექტემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 სექტემბრის №27 ბრძანებაში (ვებგვერდი, 15/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.026.016325) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლს დაემატოს ,,ზ“ – ,,ი“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „ზ) სამინისტროსათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბალანსზე რიცხული/სარგებლობაში გადაცემული ქონების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა; თ) სამინისტროს მოთხოვნით/ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, მისაწოდებელი საქონლის შემოწმება; ი) კვებითი მომსახურების ხარისხის შემოწმება/კონტროლი.“. 2. მე-3 მუხლს დაემატოს ,,რ“ – ,,ჩ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: ,,რ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული, სარგებლობაში არსებული, ასევე სამინისტროს დაკვეთით წარმოებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა; ს) ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, განსაზღვროს შემსრულებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რამდენად შეესაბამება მის მიერვე წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას და სხვა შესაბამის აქტებს; ტ) სამინისტროს მოთხოვნით/ხელშეკრულებით განსაზღვრული ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესყიდვის ობიექტის შემოწმება; უ) შესასყიდი საწვავ-საპოხი მასალის ვიზუალური და დოკუმენტალური შემოწმება; ფ) საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობებთან ხარისხის, ღირებულებისა და მოცულობების განსაზღვრა-დადგენის მიზნით საექსპერტო დაწესებულებისათვის მიმართვა; ქ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა რაციონალური და უსაფრთხო კვების მიზნით სურსათის ხარისხისა და კვების კონტროლი; ღ) სამხედრო ქვედანაყოფების კვების ბლოკებში საკვები პროდუქტების შენახვის, გადამუშავებისა და მომზადების, გამოყენების წესების დაცვის, ტრანსპორტირების, სანიტარიულ-ჰიგიენური, საკვები პროდუქციის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის კონტროლი; ყ) სამინისტროს დაკვეთით სამინისტროს ბალანსზე რიცხული და სარგებლობაში არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მაღალი და დაბალი ძაბვის, შიდა და გარე ელექტრომომარაგების, სახანძრო სისტემების, გათბობა-გაგრილების, კონდიცირება-ვენტილაციის, ბუნებრივი აირით მომარაგების, სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა; შ) შესყიდული ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების ხარისხის და მისი შემადგენელი ერთეულების გამოცდის კონტროლი; ჩ) შენახვაზე მყოფი საბრძოლო მასალების პერიოდულ გამოცდებში მისი ხარისხის შემოწმების მიზნით კონტროლის განხორციელება დადგენილ ნორმებთან და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან მიმართებაში.“. 3. მე-4 მუხლს დაემატოს ,,დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,დ) ხარისხის კონტროლის სამმართველო: დ.ა) კვების, სანივთე ქონების, საწვავ-საპოხი მასალებისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილება; დ.ბ) სამშენებლო საინჟინრო და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება; დ.გ) შეიარაღების, ტექნიკისა და საბრძოლო მასალების ხარისხის კონტროლის განყოფილება.“. 4. მე-5 მუხლს დაემატოს მე-10 – მე-13 პუნქტები შემდეგი რედაქციით: ,,10. ხარისხის კონტროლის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროს მოთხოვნით/ხელშეკრულებით განსაზღვრული ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სანივთე ქონების შემოწმება; ბ) შესასყიდი საწვავ-საპოხი მასალის ვიზუალური და დოკუმენტალური შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობებთან ხარისხის, ღირებულებისა და მოცულობების განსაზღვრა-დადგენის მიზნით საექსპერტო დაწესებულებისათვის მიმართვა; გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა რაციონალური და უსაფრთხო კვების მიზნით სურსათის ხარისხისა და კვების კონტროლი; დ) სამხედრო ქვედანაყოფების კვების ბლოკებში საკვები პროდუქტების შენახვის, გადამუშავებისა და მომზადების, გამოყენების წესების დაცვის, ტრანსპორტირების, სანიტარიული-ჰიგიენური, საკვები პროდუქციის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის კონტროლი; ე) სამინისტროს ბალანსზე რიცხული, სარგებლობაში არსებული, ასევე სამინისტროს დაკვეთით წარმოებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა და შესრულების ხარისხის კონტროლი; ვ) ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, განსაზღვროს შემსრულებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რამდენად შეესაბამება მის მიერვე წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას და სხვა შესაბამის აქტებს; ზ) ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, დოკუმენტალურად დაასაბუთოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის შესაბამისობა შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებთან მიმართებაში; თ) განახორციელოს სამინისტროს დაკვეთით სამინისტროს ბალანსზე რიცხული და სარგებლობაში არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მაღალი და დაბალი ძაბვის, შიდა და გარე ელექტრომომარაგების, სახანძრო სისტემების, გათბობა-გაგრილების, კონდიცირება-ვენტილაციის, ბუნებრივი აირით მომარაგების, სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა და შესრულების ხარისხის კონტროლი; ი) ხარისხის, ღირებულებისა და სამუშაოს მოცულობების განსაზღვრა-დადგენის დროს, როდესაც შეუძლებელია საექსპერტო დაწესებულების დასკვნის გარეშე ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის განსაზღვრა, საექსპერტო დაწესებულებისათვის მიმართვა; კ) შეძენილი შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის ხარისხობრივი შესაბამისობის შემოწმება ხელშეკრულების პირობებთან მიმართებაში; ლ) კონტროლი გაუწიოს შესყიდული ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების ხარისხს და მისი შემადგენელი ერთეულების გამოცდას; მ) შენახვაზე მყოფი საბრძოლო მასალების პერიოდულ გამოცდებში მისი ხარისხის შემოწმების მიზნით კონტროლის განხორციელება დადგენილ ნორმებთან და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან მიმართებაში; ნ) საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობებთან ხარისხის, ღირებულებისა და მოცულობების განსაზღვრა-დადგენის მიზნით საექსპერტო დაწესებულებისათვის მიმართვა; ო) მონაწილეობა მიიღოს შეძენილი შეიარაღებისა და ტექნიკის ხარისხობრივი შესაბამისობის დადგენაში ხელშეკრულების პირობებთან მიმართებაში. 11. კვების, სანივთე ქონების, საწვავ-საპოხი მასალებისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების კომპეტენციაა ამ დებულების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება. 12. სამშენებლო, საინჟინრო და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების კომპეტენციაა ამ დებულების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის „ე“ – „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება. 13. შეიარაღების, ტექნიკისა და საბრძოლო მასალების ხარისხის კონტროლის განყოფილების კომპეტენციაა ამ დებულების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის „კ“ – „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 26 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები