„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 125/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 22/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/09/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017198
125/ნ
22/09/2016
ვებგვერდი, 22/09/2016
430030000.22.022.017198
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №125/ნ

2016 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016672) შეტანილ იქნეს ცვლილება ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“:

1. მე-5 მუხლს მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, სწავლის უფლების მოპოვება ხდება შესაბამისი კონკურსის და ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩაბარების საფუძველზე.“.

2. მე-9 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

,,მუხლი 91. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, პირველად საფეხურზე ჩარიცხვის თავისებურებანი

1. აპლიკანტებმა, რომლებსაც სურთ იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე სწავლა, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, ტესტირების ჩაბარებამდე უნდა გაიარონ კონკურსი შესაბამისი დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.

2. იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვისთვის, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში აპლიკანტი ვალდებულია გაიაროს დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსი და მონაწილეობა მიიღოს ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში. აპლიკანტის ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ კონკურსის შედეგების გათვალისწინებით.

3. დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შედეგები ტესტირების დაწყებამდე არანაკლებ 10 დღით ადრე გაუგზავნოს ცენტრს. კონკურსის შედეგების შესახებ ცენტრს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის დასახელება და ინფორმაცია მისი განხორციელების თავისებურების შესახებ;

გ) აპლიკანტის პირადი ნომერი, სახელი, გვარი;

დ) კონკურსზე მიღებული ქულა;

ე) ცენტრის მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია.

4. იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობის განსაზღვრისას, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, არ ვრცელდება ამ დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი.“.

3. მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1“ ქვეპუნქტი:

,,ზ1) ინფორმაცია კონკურსისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების თავისებურებების შესახებ იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვისთვის, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში.“.

4. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,,31. იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, რანჟირების დოკუმენტში აპლიკანტის გადანაწილება ხდება ამ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე აპლიკანტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობისა და დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის შედეგების გათვალისწინებით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.“.

5.  241 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ტესტირების საფუძველზე ვერ მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე უფლება აქვს ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მიღებული ქულა/ქულები შეინახოს და გამოიყენოს მხოლოდ ერთხელ ცენტრის მიერ ორგანიზებული მომდევნო ტესტირების მიზნებისთვის. აპლიკანტთა რანჟირება განხორციელდება შესაბამისი კონკურსის გათვალისწინებით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა