დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 ივლისის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.174.016181 |
|
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 ივლისის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 ივლისის №51 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 09/07/2015 010250020.35.174.016093) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“; ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართი 2-ს დაემატოს მე-11 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „11. ქალაქი გორი, ქუთაისის ქუჩის მიმდებარედ 71 კვ.მ ს/კ 66.45.12.402 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 9 000 (ცხრა ათასი) ლარით, საიჯარო ქირა თვეში 300 (სამასი) ლარით.“; გ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართი 2-ს დაემატოს მე-12 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „12. ქალაქი გორი, ქუთაისის ქუჩის მიმდებარედ 35კვ.მ ს/კ 66.45.12.403 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4 400 (ოთხი ათას ოთხასი) ლარით, საიჯარო ქირა თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები