„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 230
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016899
230
22/09/2016
ვებგვერდი, 23/09/2016
230210000.22.033.016899
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №230

2016 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის პროცედურები შეიძლება განხორციელდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე − არაუადრეს 45 კალენდარული დღისა ან შემოტანის შემდეგ – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში.“.

2. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) თუ საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საქონლის გაშვებამდე სრულად გადახდილია იმპორტის გადასახდელები ან შემოსავლების სამსახურის უფროსის/უფროსის მოადგილის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება გარანტიის წარდგენისა და იმპორტის გადასახდელების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლად საქონლის გაშვებაზე;“.

3. 37-ე მუხლის მე-13 და 131 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „13. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – „საბაჟო დეპარტამენტში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის“ დამოწმების მომენტიდან, ხოლო ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დოკუმენტების ელექტრონულად წარდგენის მომენტიდან, საქონელი ჩაითვლება გაცხადებულ სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან გასულია 45 კალენდარული დღე.

131. წინასწარ (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე) დეკლარირებული საქონლის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 კალენდარული დღის შემდეგ შემოტანის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს საქონლის ხელახალი დეკლარირება.“.

4. მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე წარდგენილი სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის   საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა არ განხორციელდა დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში, დეკლარაცია ჩაითვლება ძალადაკარგულად.“.

5. 51-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თუ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ადგილი არა აქვს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას და თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არ გასულა 45 კალენდარული დღე, საბაჟო გამშვები პუნქტი ახორციელებს ASYCUDA-ს გამოყენებით დეკლარაციის დამუშავებას და საქონელი გაიშვება შესაბამისი დერეფნის გამოყენებით.“;

ბ)  მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხის არსებობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსი/უფროსის მოადგილე უფლებამოსილია, დეკლარანტის მოთხოვნით, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დასკვნის საფუძველზე, 5 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის ამავე პუნქტში მითითებული პირობების შეუსრულებლად გაშვების თაობაზე. ამასთან, აღნიშნულ საქონელზე იმპორტის გადასახდელები გადაიხდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.“.

6. 90-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა.ბ) სამართალდარღვევის გამოვლენიდან უწყვეტი 6 თვის გასვლა;“.

7. 92-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემიდან 3 თვის განმავლობაში, სტატუსგაუქმებული პირის განცხადება „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად არ განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება და არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის აღნიშნული პასუხისმგებლობისაგან საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე ან საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.“.

8. 93-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წინასწარ – საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, არაუადრეს 45 კალენდარული დღისა, ან საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და ისარგებლოს 94-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით;“.

9. 94-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირების შემთხვევაში, თუ ადგილი არა აქვს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას და საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არ გასულა 45 კალენდარული დღე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი ASYCUDA-ს გამოყენებით ახორციელებს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის დამუშავებას, რის შემდეგაც დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი.“.

10. 106-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის განკარგვის ღონისძიებები (აღრიცხვა, შენახვა, შეფასება, განადგურება, განაწილება ან/და რეალიზაცია) ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად.“.

11. 110-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 110. ფიზიკური პირისათვის გამოგზავნილი, ასევე საფოსტო გზავნილით, მგზავრის ბარგით ან/და ხელბარგით ან/და სხვა საშუალებით შემოტანილი/გასატანი საქონლის განადგურება

1. ფიზიკური პირისათვის გამოგზავნილი, ასევე საფოსტო გზავნილით ან მგზავრის მიერ ბარგით ან/და ხელბარგით ან/და სხვა საშუალებით, კანონმდებლობის დარღვევით შემოტანილი/გასატანი ან/და არასატარიფო ღონისძიებას დაქვემდებარებული საქონელი, რომელზედაც ვერ ხერხდება შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის/სამედიცინო დოკუმენტის/რეცეპტის წარდგენა ან/და საქონლის უკან დაბრუნება, ექვემდებარება ჩამორთმევას და განადგურებას ან/და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლის განადგურება ხორციელდება:

 ა) სპეციალურ დანადგარში (ღუმელში) დაწვით;

ბ) სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დამარხვით;

გ) სხვა მეთოდის გამოყენებით.

3. ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალება), მათ შორის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების (ნარკოტიკული საშუალებისა და ფარმაკოლოგიურად აქტიური, ბუნებრივი ან სინთეზური გზით მიღებული ფსიქოტროპული ნივთიერების სუბსტანციის გარდა) განადგურება ხორციელდება სპეციალურ ღუმელში (ინსენერატორში) დაწვით.

4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლის (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქონლისა) განადგურება ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსის ან საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოს უფროსის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ჯგუფის მიერ.

 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის განადგურება ხორციელდება საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ჯგუფის მიერ.

6. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს „საქონლის განადგურების ოქმს“ (დანართი №XXIV–02), რომლის შევსებისას განადგურებული საქონლის დასახელება მიეთითება სეს ესნ-ის ოთხნიშნა კოდის დონეზე, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შემთხვევაში, საქონლის სავაჭრო დასახელებასთან ერთად მიეთითება სეს ესნ-ის შესაბამისი სასაქონლო პოზიციის ოთხნიშნა კოდი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური