,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ნოემბრის №50 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ნოემბრის №50 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/09/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/09/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 21/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016341
27
20/09/2016
ვებგვერდი, 22/09/2016
010250000.35.153.016341
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ნოემბრის №50 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №27

2016 წლის 20 სექტემბერი

ქ. მცხეთა

 

,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ნოემბრის №50 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ემუხლის პირველი და მეორე ნაწილის,საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „დასახლების შექმნისა და გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებისა და შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს   მთავრობის 2016 წლის  1 ივლისის №307 დადგენილების მე-2 მუხლის   შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ნოემბრის №50 დადგენილებაში „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge,04/12/2015; 010250000.35.153.016300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

დადგენილებით დამტკიცებულ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის (დანართი №1) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ზ) დასახლების შექმნა და გაუქმება, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭება და შეცვლა, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა, საქართველოს მთავრობის 2016 წლის  1 ივლისის №307 დადგენილების მიხედვით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ სოლოღაშვილი