დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №87 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 352 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 16/07/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 73, 21/07/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №352
2003 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
„საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №87 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„საქართველოს „საგადასახადო კოდექსის“ 184-ე მუხლისა და „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის №7 დანართის შესაბამისად „საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №87 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III №23, 07.03.02 წ., მუხლი 184 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-2 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„11. „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შემდეგ ორ თვეში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ადგენს სამუშაოთა განხორციელების გეგმას და სამუშაოების შემსრულებელთა გამოსავლენად აწყობს ტენდერს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად.
12. „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შემდეგ ტენდერის გამოცხადებიდან 15 დღეში დასაქმების სახელმწიფო სამსახური საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს შერჩეული ობიექტების მიხედვით წარუდგენს დროებით დასასაქმებელ რეგისტრირებულ უმუშევართა სიას და თითოეული მათგანის წერილობით თანხმობას საზოგადოებრივ სამუშაოებში მონაწილეობის თაობაზე“.
2. დებულების მე-3 მუხლის 1-ლი და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
ა) „1. საზოგადოებრივ სამუშაოთა შემსრულებლის გამოვლენის მიზნით გამართულ ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციასა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) შესასრულებელი სამუშაოს აღწერას და შესრულების ვადას;
ბ) დასასაქმებელ რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობასა და მათ მიმართ მინიმალურ მოთხოვნებს;
გ) ანგარიშსწორების წესსა და პირობებს.“;
ბ) „7. თანადაფინანსების ნატურით განხორციელების შემთხვევაში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა შეიძლება შექმნას სპეციალური კომისია, რომლის საქმიანობის მიზანია:
ა) პროექტის ინიციატორის მიერ თანადაფინანსების ნაცვლად წარმოდგენილი ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებელი ნაწილების შეფასება;
ბ) ობიექტის მდგომარეობის შეფასება.“.
3. დებულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგს.“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები