,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/09/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/09/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 19/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016320
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
25
21/09/2016
ვებგვერდი, 22/09/2016
010260020.35.114.016320
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/09/2016 - 19/12/2016)

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2016 წლის 21 სექტემბერი

დაბა ჩოხატაური

 

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლების  შესაბამისად, ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  გამგეობის დებულების   დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28.07.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.114.016200)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს 151 da მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 151. გამგებლის წარმომადგენლების მიერ ბავშვის დაბადებისა და პირის გარდაცვალების შესახებ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება.

1.,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამგებლის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახორციელებს:

ა) თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე,  დაბადების რეგისტრაციის თაობაზე მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, დაბადების თაობაზე  შეტყობიდან 1 თვის ვადაში;

 ბ) პირის გარდაცვალების შემთხვევაში, პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში,  საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ადგენს ოქმს პირის გარდაცვალების შესახებ და მიმართავს  სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე, ასევე, თუ არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების  ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, დაევალოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე ოქმის შედგენის გარეშე შეტყობინება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილევლადიმერ სიხარულიძე