დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/09/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.153.016342 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge, 04/02/2015;0102600 20.35.153.01.6252), კერძოდ:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მისაღებად მოსარგებლე/განმცხადებელი მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარადგენს: ა) განცხადებას მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) მოსარგებლის ან/და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს; გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებით ბარათს, რომელიც აღწერს მოსარგებლე ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას; დ) დოკუმენტს თანადაფინანსების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ დოკუმენტებს: ე.ა) ფორმა №100; ე.ბ) ხარჯთაღრიცხვას; ე.გ) ანგარიშ-ფაქტურას;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები