დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის,ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესის და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხაში“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის N 40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 77 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.025.016210 |
|
„იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის,ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესის და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხაში“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესის და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხაში“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №40 ბრძანებაში (ვებგვერდი, 15/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.025.016144) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ურთიერთგაგების მემორანდუმის აუცილებელი პირობაა ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 10 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში ელექტროსადგურის მიერ ფაქტობრივად გამომუშავებული ელექტროენერგიის სრული რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.“. ბ) დანართი №2-ის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ურთიერთგაგების მემორანდუმის აუცილებელი პირობაა ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 10 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში ელექტროსადგურის მიერ ფაქტობრივად გამომუშავებული ელექტროენერგიის სრული რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.“. |
| მუხლი 2 |
1.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
2.
ბრძანების მოქმედება არ გავრცელდეს მის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები