,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-174
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 10/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016150
01-174
20/09/2016
ვებგვერდი, 21/09/2016
480040000.22.030.016150
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-174

2016 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №308 ბრძანებაში (ვებგვერდი, 03.01.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი №480040000.22.030.016036) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

ა)  23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოსამსახურის ვადაზე ადრე გამოწვევისას, ბინის ქირავნობის, მისი და მისი ოჯახის წევრების სამედიცინო დაზღვევისა და ოჯახის არასრულწლოვანი წევრის განათლების მიღებასთან დაკავშირებით  საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულებების შეწყვეტასთან დაკავშირებული ხარჯები მას შესაძლებელია აუნაზღაურდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად.“;

) ბრძანებას დაემატოს 243, 244 245 და 246 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,243. დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის ოჯახის არასრულწლოვან წევრებს უნაზღაურდებათ ადრეული და სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც მოიცავს მხოლოდ სწავლის, სასწავლო დაწესებულებაში რეგისტრაციის, ტრანსპორტირებისა და კვების საფასურს.

244. დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის ოჯახის არასრულწლოვან წევრებს, ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, შესაბამისი ხელშეკრულების ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, უნაზღაურდებათ სასწავლო წლის დაწყებიდან მის დასრულებამდე პერიოდისთვის, შემდეგი ოდენობის ფარგლებში:

ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ევროში დაფინანსების შემთხვევაში, თვეში არაუმეტეს 460 ევრო;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აშშ დოლარში დაფინანსების შემთხვევაში, თვეში არაუმეტეს 500 აშშ დოლარი.

245. თუ ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები აღემატება 244 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ოდენობას, ასევე ანაზღაურდება ფაქტობრივ ხარჯსა და ყოველთვიურ ლიმიტს შორის სხვაობის 50% .

246. ადგილსამყოფელი ქვეყნის იმ ქალაქში, სადაც განთავსებულია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო დაწესებულება, სახელმწიფო ენაზე უფასო სასწავლებლის არსებობის შემთხვევაში, როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის ოჯახის არასრულწლოვან წევრებს არ აუნაზღაურდებათ ამავე ენაზე ფასიან სასწავლებელში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი. განსაკუთრებულ შემთხვევებში,  მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დადგინდეს განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების  ამ პუნქტისაგან განსხვავებული წესი.“.

გ) ბრძანების დანართი №7 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის მიერ, ოჯახის არასრულწლოვანი წევრების ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები,  ანაზღაურებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულით დაფინანსდა 2016 წლის 1 აგვისტოს შემდგომ პერიოდში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით დონდუა