,,ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 აგვისტოს N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/09/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016382
20
21/09/2016
ვებგვერდი, 22/09/2016
010250050.35.162.016382
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 აგვისტოს N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №20

2016 წლის 21 სექტემბერი

ქ. ახმეტა

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 აგვისტოს №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/08//2016, 010250050.35.162.016380) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის პირველ პუნქტ,,1და2ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ1) განიხილოს, აკმაყოფილებს თუ არა დაინტერესებული პირის განცხადება და მასზე დართული დოკუმენტაცია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნებს. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, დასახლების საერთო კრება ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ უძრავი ნივთის ფაქტობრივად ფლობას და შესაბამის წინადადებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსადმი შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. დასახლების საერთო კრება საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის დასახლების საერთო კრების მოწვევის ინიციირებიდან ერთი თვის ვადაში. დასახლების საერთო კრების მიერ ერთი თვის ვადაში მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის შესაბამისი წინადადების წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობა საკითხის განხილვის გაგრძელებაზე უარის თქმად ჩაითვლება.;

2) მუნიციპალიტეტის გამგებელი, დასახლების საერთო კრების მიერ შესაბამისი წინადადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, სსიპ – ახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარუდგენს შუამდგომლობას დაინტერესებულ პირზე უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირების შესახებ.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ1“ და ,,ზ2“ ქვეპუნქტების დებულებები ვრცელდება ახმეტის მუნიციპალიტეტზე, გარდა თუშეთის ადმინისტრაციული ერთეულისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი