„საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის პროექტის „მოწყვლადი იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით მათი საარსებო წყაროების თანადაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით“ განხორციელების შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის პროექტის „მოწყვლადი იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით მათი საარსებო წყაროების თანადაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით“ განხორციელების შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 1026
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2016
ძალაში შესვლის თარიღი 05/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016427
1026
05/09/2016
ვებგვერდი, 23/09/2016
480610000.03.030.016427
„საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის პროექტის „მოწყვლადი იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით მათი საარსებო წყაროების თანადაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით“ განხორციელების შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
„საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის პროექტის „მოწყვლადი იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით მათი საარსებო წყაროების თანადაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით“ განხორციელების შესახებ“ შეთანხმება
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის პროექტის

„მოწყვლადი იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, მათი საარსებო წყაროების თანადაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით“

განხორციელების შესახებ


საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასა (შემდგომში – დონორი) და საქართველოს მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულებიდან (2015) (3824771/16/09/2015 დაფინანსების ხელშეკრულების დანართი №1 „კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ/იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისა და მასპინძელი თემების მხარდაჭერა“  ENPI/2011/22671) გამომდინარე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორანიზაცია (შემდგომში – FAO) ხელს შეუწყობს ამ შეთანხმებით განსაზღვრული პროექტის განხორციელებას, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა მოიწონებს, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), საქართველოს მთავრობის სახელით, ხელს მოაწერს აღნიშნულ პროექტს (საქართველოს მთავრობა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი).

პროექტის დასახელება: „მოწყვლად იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, მათი საარსებო წყაროების თანადაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით“ (შემდგომში – პროექტი).

პროექტის კოდი: GCP/GEO/007/EC

პროექტის დეტალური აღწერა, მათ შორის შესავალი, არსი, პროექტის სამოქმედო არეალი, განხორციელებისა და მართვის სისტემები, ასევე, ზედამხედველობა, მონიტორინგი, ინფორმაციის მართვა და მოხსენებების წარდგენა მოცემულია პროექტის დოკუმენტში.


მუხლი 1. FAO-ს ვალდებულებები

1. FAO პასუხისმგებელია პროექტის დოკუმენტში გათვალისწინებული საერთაშორისო კადრების შერჩევაზე, საერთაშორისო მგზავრობის, ხელფასებისა და დამატებითი გადასახდელების ანაზღაურებებზე. საერთაშორისო კადრების შერჩევა მოხდება FAO-ს პროცედურებისა და წესების შესაბამისად. FAO ასევე პასუხისმგებელი იქნება პროექტის დოკუმენტში გათვალისწინებული ადგილობრივი ექსპერტების,   კონსულტანტებისა და კადრების დაქირავებაზე,   მათთვის   ხელფასებისა   და   სხვა   სახის   ანაზღაურების   გადახდაზე; გამონაკლისს წარმოადგენს სამინისტროს მიერ თანამშრომლობისათვის გამოყოფილი კადრები.

2. FAO თავისი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად, მოახდენს აღჭურვილობისა და სხვა მარაგების შესყიდვას, რომელიც აღწერილია პროექტის დოკუმენტში.

3. FAO ორგანიზებას  გაუწევს  ტექნიკური ზედამხედველობის, დახმარების ან პროექტის შემოწმების პერიოდულ ღონისძიებებს, რომელთა სრული ხარჯები დაფინანსდება პროექტის ბიუჯეტიდან.

4. FAO-ს ყველა ვალდებულება, რომელიც წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარეობს, დაექვემდებარება: (i) მისი  მმართველი  ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მის სადამფუძნებლო, ფინანსურ და საბიუჯეტო დებულებებს; ასევე, (ii) სათანადო თანამონაწილეობის  მიღებას  დონორი  ორგანიზაციისგან. ყველა ფინანსური ანგარიში და ამონაწერი შედგენილი უნდა იყოს ევროში და ექსკლუზიურად უნდა დაექვემდებაროს შიდა და გარე აუდიტის პროცედურებს, რომლებიც გაწერილია   FAO-ს ფინანსურ რეგულაციებში, წესებსა და დირექტივებში.

5. საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციით FAO-მ შეიძლება განახორციელოს პროექტის აქტივობები პარტნიორების მეშვეობით, რომელიც შერჩეული იქნება FAO-ს პროცედურების შესაბამისად. ასეთ პარტნიორებს ძირითადი პასუხისმგებლობა ექნებათ განახორციელონ პროექტის კონკრეტული ამოცანები და აქტივობები პარტნიორის წესებისა და რეგულაციების შესაბამისად, FAO-ს მიერ მონიტორინგსა და ზედამხედველობაზე, მათ შორის აუდიტზე დაქვემდებარებით.

 

მუხლი 2. საქართველოს მთავრობისა და სამინისტროს მოვალეობები

1. საქართველოს მთავრობამ ყველა საჭირო ზომა უნდა მიიღოს, რათა ხელი შეუწყოს პროექტის განხორციელებას და დაეხმაროს FAO-ს თანამშრომლებს ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლად. საქართველოს მთავრობამ უნდა განავრცოს FAO-ზე, მის საკუთრებაზე, ფონდებსა და ქონებაზე, მის ოფიციალურ  პირებზე და სხვა პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ FAO-ს მიერ მოწყობილ შეხვედრებზე და პირებზე, რომლებიც ახორციელებენ პროექტთან დაკავშირებულ ნაკისრ სერვისებს მისი სახელით: (i) სპეციალიზებული სააგენტოების იმუნიტეტისა და პრივილეგიების შესახებ კონვენციის დებულებები; ასევე, (ii) გაერთიანებული ერების ვალუტის გაცვლითი კურსი.

2. საქართველოს მთავრობამ უნდა მოაგვაროს ყველა საჩივარი, რომელიც შესაძლოა მესამე პირმა წარმოადგინოს FAO-ს, მისი კადრების ან იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ახორციელებენ   პროექტთან   დაკავშირებულ სერვისებს მისი სახელით და დაიცვას ისინი ყველა   ზიანისაგან, რომელიც შეეხება პროექტთან დაკავშირებულ რაიმე   საჩივარს თუ პასუხისმგებლობას.

3. პროექტის ადგილობრივი კადრების შერჩევის ხარჯები, ხელფასები და   დამატებითი გადასახადების ანაზღაურება დაიფარება პროექტის ფონდიდან. სამინისტრო უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მხარდაჭერას, როგორც პროექტის დოკუმენტშია მოცემული.

4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს FAO-სა და დონორის, ასევე მათი სახელით მოქმედი პირების ხელმისაწვდომობა პროექტის სამოქმედო არეალზე და მისცეს წვდომის ნებართვა ნებისმიერ მასალაზე  და  დოკუმენტაციაზე,  რაც  დაკავშირებულია  პროექტთან;     ასევე,  აღნიშნულ პირებს მოთხოვნისამებრ მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია.

5. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელი იქნება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პროექტის აღჭურვილობის იმპორტისას და საბაჟო გაფორმებისას გაწეულ ხარჯებზე, მის ტრანსპორტირებაზე, შენახვაზე, დასაწყობებაზე და ქვეყნის შიგნით სხვა მასთან დაკავშირებულ   ხარჯებზე;   მის   დაზღვევაზე,   უსაფრთხო   შენახვაზე   და   მოვლაზე პროექტის განხორციელების ადგილას მიტანის შემდეგ; ასევე, თუ საჭიროა, მის შეცვლაზე.

 

მუხლი 3. ანგარიშგება და შეფასება

1. FAO ანგარიშს წარუდგენს სამინისტროს (ასევე დონორს) პროექტის დოკუმენტში მოცემული განრიგის მიხედვით.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო თანახმა იქნება ხელი შეუწყოს ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, როგორიცაა პროექტის, მისი მიზნებისა და შედეგების აღწერა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით. საპატენტო უფლებები, საავტორო უფლებები და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლება ნებისმიერ მასალაზე, რომელიც გამოყენებული იქნება პროექტის ფარგლებში, ეკუთვნის FAO-ს. FAO ასევე მთავრობას ანიჭებს არა-ექსკლუზიურ უსასყიდლო ლიცენზიას გამოიყენოს, გამოაქვეყნოს, თარგმნოს და გაავრცელოს, კერძოდ თუ საჯაროდ, ნებისმიერი ასეთი მასალა ან აღმოჩენები ქვეყნის შიგნით არაკომერციული მიზნებისთვის. ზოგიერთი დონორის მოთხოვნის შესაბამისად, FAO იტოვებს უფლებას, განათავსოს ინფორმაცია და ანგარიშები საჯაროდ.

3. პროექტი დაექვემდებარება დამოუკიდებელ შეფასებას იმ შეთანხმების მიხედვით,  რომელიც     დაიდება  დონორს,  მთავრობასა  და  FAO-ს  შორის.  შეფასების ანგარიში იქნება  საჯაროდ ხელმისაწვდომი, მოქმედი პოლიტიკის შესაბამისად, მართვის რეაგირებასთან ერთად. მიუხედავად ამისა, FAO-ს აქვს უფლება მოამზადოს ანგარიშის მოკლე შინაარსი ძირითადი შედეგების, პრობლემების, გაკვეთილებისა და რეკომენდაციების   ფართოდ   გავრცელების   მიზნით;   ასევე, აქვს უფლება, მართებულად გამოიყენოს ანგარიში, როგორც შეფასების სინთეზური კვლევის დანამატი.

 

მუხლი 4. დასკვნითი დებულებები

1. ნებისმიერი დავა, გაურკვევლობა ან საჩივარი, რომელიც წარმოიქმნება ან დაკავშირებული იქნება ამ შეთანხმებასთან, ან მისი ნებისმიერი ნაწილის შეუსრულებლობა,   თუ  კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების გზით არ მოგვარდა, უნდა გადაწყდეს არბიტრაჟის მიერ გაერთიანებული ერების საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) არბიტრაჟის იმ დროს მოქმედი წესების შესაბამისად, როდესაც მიმდინარე შეთანხმება იქნა დადებული.

2. წინამდებარე შეთანხმება რეგულირდება საერთაშორისო ნორმების ზოგადი პრინციპებით, რომლებსაც უპირატესობა ენიჭებათ ნებისმიერ ეროვნულ სამართლის სისტემაზე.

3.  შეთანხმების  არცერთი  დებულება  და  მასთან  დაკავშირებული  საკითხები  არ  უნდა იქნეს განმარტებული ისე, რომ წინააღმდეგობაში მოვიდეს FAO-ს პრივილეგიებსა და იმუნიტეტებთან.

4. წინამდებარე შეთანხმება იდება პროექტის განხორციელების ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, მეორე მხარისათვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე მხარის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან 60 დღის გასვლის შემდეგ. მოშლის შემთხვევაში, სამინისტროს მიერ უკვე ნაკისრი ვალდებულებები დარჩება ძალაში იმ მოცულობით, რაც საჭიროა FAO-ს ფონდებისა და ქონების ორგანიზებული გატანისათვის, ასევე მისი სახელით სერვისების განმახორციელებელი კადრების გაყვანისათვის.

5. შეთანხმება ძალაში შევა ორივე მხარის მიერ დოკუმენტის ხელმოწერისთანავე.

6. წინამდებარე შეთანხმებაში მხარეთა შორის წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია დამატებების შეტანა, რომლებიც აისახება ცალკე დოკუმენტის სახით. ამგვარი ცვლილებები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის ორივე მხარის მიერ ხელმოწერის საფუძველზე.

7. შეთანხმება შედგენილია ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის სახელით:                                        გაეროს სურსათისა და სოფლის

                                                                                                    მეურნეობის ორგანიზაციის სახელით:

 სახელი: სოზარ სუბარი                                                            სახელი: მამუკა მესხი

(ხელმოწერილია)                                                                       (ხელმოწერილია)

წოდება: საქართველოს ოკუპირებული                                   წოდება: FAO საქართველოს

ტერიტორიებიდან იძულებით                                                 წარმომადგენლობის ასისტენტი

გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა

და ლტოლვილთა მინისტრი

 

თარიღი: 05.09.2016                                                                  თარიღი: 05/09/2016.