„მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 128
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 06/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 100040000.22.038.016721
128
06/10/2016
ვებგვერდი, 10/10/2016
100040000.22.038.016721
„მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №128

2016 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული  დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებაში (სსმ, 100040000.22.038.016040, 11/04/2011) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის მსურველი პირის რეგისტრაცია წარმოებს ამ პირის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე დანართი №1-ის შესაბამისად. ამასთან, მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის მსურველი პირის რეგისტრაცია შეიძლება ასევე განხორციელდეს ელექტრონული სახით, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ფორმის მეშვეობით.“;

2. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, პრობაციის ბიურო ვიდეოპაემნის გამართვის თაობაზე ატყობინებს შესაბამის დაწესებულებას და უგზავნის დანართ №1-ით გათვალისწინებულ განცხადების ასლს ან ელექტრონული სახით შევსებული ფორმის ასლს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი