„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის N151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის N151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 19/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.025.016207
70
19/09/2016
ვებგვერდი, 21/09/2016
010340000.22.025.016207
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის N151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №70

2016 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის №151 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი: www.matsne.gov.ge;  ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი: 25/10/2013წ.; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.025.016116) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს  ცვლილება და დანართის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის №21 პუნქტი:

„21. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო მთავარი სპეციალისტის მეორე კატეგორიის თანამდებობრივი სარგო)

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის (თანამდებობრივი სარგო მთავარი სპეციალისტის მეორე კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება);

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა (MS office Word, Excel, Outlook) და „Internet Explorer“-ის კარგად  ცოდნა;

დ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების, „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13  ბრძანების, „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანების ცოდნა.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიილია ელოშვილი