დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 443 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 16/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.019508 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის – სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის –
სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 300160070.10.003.017674) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება 2012 წლის პირველ ივლისამდე აღიარებულ სამშენებლო სამუშაოებზე, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოსათვის უცხო ქვეყნის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრებით (მათ შორის, კრედიტის სახით) განხორციელებულ ან განსახორციელებელ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე, 2015 წლის 13-14 ივნისს ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის შედეგად დაზიანებულ ადგილებზე გაწმენდითი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების გამარტივებულ შესყიდვებზე, რომელიც სრულდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წინასწარ განსაზღვრულ, უცვლელ და ერთიან (ფიქსირებულ) ფასად (lump sum), საჯარო ინტერესთა გამოხატვის გზით ჩატარებული ბაზრის წინასწარი კვლევის საფუძველზე. აღნიშნული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების lump sum ტიპად მიჩნევის საკითხს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი – სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 16 სექტემბრიდან.
|
|
„დანართი
ტექნიკური რეგლამენტი – სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესი |
1. სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას საწყისი სავარაუდო ფასის, ასევე ფაქტობრივი ხარჯების გამოთვლისთვის გამოიყენება „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ 2013 წლის 7 მარტის №50 და „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ 2014 წლის 14 იანვრის №52 საქართველოს მთავრობის დადგენილებები. სამშენებლო სამუშაოების საწყისი სავარაუდო ღირებულების დასადგენად სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში საერთო სამშენებლო სამუშაოებზე ზედნადები ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 10%-ით. ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმა სამონტაჟო და სპეციალური სამშენებლო სამუშაოებისათვის განისაზღვროს №1 ცხრილის მიხედვით, გეგმური მოგება ყველა სახის სამუშაოსთვის არაუმეტეს 8%-ით. ტენდერების შემთხვევაში გეგმური მოგებისა და ზედნადები ხარჯების მოცემული ზღვრული ნორმები სავალდებულოა მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საწყისი სავარაუდო ფასის განსაზღვრისათვის.
2. №1 ცხრილის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში მოცემულ საერთო სამშენებლო სამუშაოებზე გეგმური მოგება უნდა დაერიცხოს პირდაპირი დანახარჯებისა და ზედნადები ხარჯების ჯამს, ხოლო №1 ცხრილის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში მოცემულ სამუშაოებზე – პირდაპირი დანახარჯებისა და ზედნადები ხარჯების ჯამს მოწყობილობის ღირებულების გამოკლებით. 3. სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვისას: ა) სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების დასადგენად სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში საერთო სამშენებლო სამუშაოებზე ზედნადები ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 10%-ით; ბ) ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმა სამონტაჟო და სპეციალური სამშენებლო სამუშაოებისათვის განისაზღვროს №1 ცხრილის მიხედვით, გეგმური მოგება ყველა სახის სამუშაოებისათვის არაუმეტეს 8%-ით; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკრეტული ხელშეკრულებისათვის/შესყიდვისათვის დადგენილი გამონაკლისების შემთხვევაში, როდესაც მიმწოდებელი გათავისუფლებულია ხარჯთაღრიცხვის წარდგენის ვალდებულებისაგან, შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. ზედნადები ხარჯები და გეგმური მოგება ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულ სამუშაოებს (პირდაპირ დანახარჯებს) უნდა დაერიცხოს მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში, პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით; დ) სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მიერ დაქირავებული სამშენებლო მანქანა-მექანიზმებისა და ინვენტარის ქირავნობის ღირებულება შესრულებული სამუშაოების აქტში გათვალისწინებული უნდა იყოს ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების დარიცხვის გარეშე; ე) იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო კომპანიის მიერ №1 ცხრილის პირველ და მე-2 პუნქტებში მოცემული სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად დანადგარებისა და მოწყობილობების შეძენა ხორციელდება უშუალოდ მწარმოებლისგან, შემდგომი მიწოდებით უშუალოდ სამშენებლო მოედანზე (საშუამავლო კომპანიის გარეშე), მათ თვითღირებულებას შესრულებული სამუშაოების აქტში დაერიცხება გეგმური მოგება. ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმა სამონტაჟო და სპეციალურ სამშენებლო სამუშაოებზე ცხრილი №1
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები