დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. თბილისში, ისნის რაიონში ბერი გაბრიელ სალოსის 147ა და 149 კორპუსებთან არსებული უსახელო სპორტული მოედნისთვის ფეხბურთის მწვრთნელ-მასწავლებელი, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი გია შიხიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 313 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016222 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №313
2016 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ბერ გაბრიელ სალოსის 147 ა და 149 კორპუსებთან არსებული უსახელო სპორტული მოედნისთვის ფეხბურთის მწვრთნელ-მასწავლებლის, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის - გია შიხიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დაადგინა:
ა) ისნის რაიონში, ბერ გაბრიელ სალოსის 147ა და 149 კორპუსებთან არსებული უსახელო სპორტულ მოედანს მიენიჭოს ფეხბურთის მწვრთნელ-მასწავლებლის, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის - გია შიხიაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები