ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში მე-10ა კორპუსთან არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი ვალერი უტიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში მე-10ა კორპუსთან არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი ვალერი უტიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 308
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/09/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016217
  • Word
308
13/09/2016
ვებგვერდი, 19/09/2016
000000000.00.101.016217
ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში მე-10ა კორპუსთან არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი ვალერი უტიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №308

2016 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში მე-10 კორპუსთან არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის – ვალერი უტიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და 5„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში მე-10 კორპუსთან არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ვალერი უტიაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

საკრებულოს თავმჯდომარე  გიორგი ალიბეგაშვილი