სსიპ ვლადიმირ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლისათვის ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სტატუსის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 118/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 16/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017191
118/ნ
16/09/2016
ვებგვერდი, 16/09/2016
040030000.22.022.017191
სსიპ ვლადიმირ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლისათვის ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სტატუსის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
სსიპ ვლადიმირ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლისათვის ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სტატუსის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №118/ნ

2016 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

სსიპ - ვლადიმირ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლისათვის ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სტატუსის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ, №112, 26.09.2005 წ., სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.724) დამტკიცებულ დანართი №3-ით გათვალისწინებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს - ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ - ვლადიმირ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლას მიენიჭოს ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სტატუსი. 
მუხლი 2
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ, №112, 26/09/2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.724) დამტკიცებულ დანართ №10-ში და დანართის №3 გრაფის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის №4 გრაფა:

4

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ვლადიმირ კომაროვის თბილისის

ფიზიკა -მათემატიკის №199 საჯარო სკოლა

    ქ. თბილისი

ვაჟა-ფშაველას გამზ. №49

 ფიზიკა-მათემატიკა

    დაწ-საბ-საშ

მუხლი 3
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ, №112, 26/09/2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.724) დამტკიცებულ დანართ №3-ში და დანართით გათვალისწინებული საჯარო სკოლების თავიდან ამოღებულ იქნეს №1 გრაფა.
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა