„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 345
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 10/07/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 15/07/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002
  • Word
345
10/07/2003
სსმ, 72, 15/07/2003
010.340.000.05.002.002
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №345

2003 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქარ­თ­ვე­ლოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის 286 ბრძანებულე­ბით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 23.07.2001წ., 78) დამტკიცე­ბულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXXI-XXXV თავები:

„თავი XXXI

გენერალური პროკურატურის ცენტრალური აპარატის სახელმწიფო თანამდებობები

    მუხლი 110. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერ­თობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

ბ) გენერალური პროკურატურის ფინანსური უზრუნველყოფისა და აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის უფროსი;

გ) გენერალური პროკურატურის დაგეგმვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი;

დ) გენერალური პროკურატურის კანცელარიის უფროსი.

    მუხლი 111. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერ­თო­ბი­სა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოად­გილე;

ბ) გენერალური პროკურატურის ფინანსური უზრუნველყოფისა და აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის უფროსის მოადგილე;

გ) გენერალური პროკურატურის დაგეგმვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმრთველოს უფროსის მოადგილე;

დ) გენერალური პროკურატურის კანცელარიის უფროსის მოად­გილე.

    მუხლი 112. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) გენერალური პროკურატურის მთავარი სპეციალისტი;

ბ) გენერალური პროკურატურის წამყვანი სპეციალისტი; უფროსი ეკონომისტი; უფროსი საქონელმცოდნე; უფროსი ინჟინერი; კომენ­დან­ტი;

გ) გენერალური პროკურატურის სპეციალისტი; ინჟინერი;

დ) გენერალური პროკურატურის უფროსი ინსპექტორი;

ე) გენერალური პროკურატურის ინსპექტორი.

თავი XXXII

ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურის სახელმწიფო თანამდებობები

    მუხლი 113. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურის მთავარი ბუღალტერი;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურის კანცელარიის უფროსი.

    მუხლი 114. უფროსი საჯარო თანამდებობა

ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურის მთავარი ბუღალ­ტრის მოადგილე.

    მუხლი 115. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურის წამყვანი სპეციალისტი; უფროსი ეკონომისტი;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურის სპეციალისტი; უფროსი ინსპექტორი;

გ) ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურის ინსპექტორი.

თავი XXXIII

ტრანსპორტის, საოლქო და თბილისის პროკურატურის სახელმწიფო თანამდებობები

    მუხლი 116. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) ტრანსპორტის პროკურატურის მთავარი ბუღალტერი;

ბ) ტრანსპორტის პროკურატურის პრესმდივანი;

გ) თბილისის პროკურატურის სამეურნეო ნაწილის უფროსი.

    მუხლი 117. უფროსი საჯარო თანამდებობა

საოლქო და თბილისის პროკურატურის კანცელარიის გამგე.

    მუხლი 118. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) ტრანსპორტის პროკურატურის უფროსი ბუღალტერ-მოლარე;

ბ) საოლქო პროკურატურის ინსპექტორი;

გ) ტრანსპორტის და თბილისის პროკურატურის უფროსი ინსპექ­ტორი;

დ) საოლქო და თბილისის პროკურატურის არქივის გამგე.

თავი XXXIV

რაიონული პროკურატურის სახელმწიფო თანამდებობები

    მუხლი 119. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) რაიონული პროკურატურის კანცელარიის გამგე;

ბ) რაიონული პროკურატურის უფროსი ინსპექტორი.

    მუხლი 120. უმცროსი საჯარო თანამდებობა

რაიონული პროკურატურის ინსპექტორი.

თავი XXXV

მთავარი სამხედრო პროკურატურის

სახელმწიფო თანამდებობები

    მუხლი 121. წამყვანი საჯარო თანამდებობა

მთავარი სამხედრო პროკურატურის განყოფილების (მთავარი ბუღალტერი, სამეურნეო ნაწილი) უფროსი.

    მუხლი 122. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) მთავარი სამხედრო პროკურატურის კანცელარიის გამგე;

ბ) მთავარი სამხედრო პროკურატურის სამეურნეო ნაწილის უფროსის მოადგილე;

გ) მთავარი სამხედრო პროკურატურის მთავარი ბუღალტრის მოადგილე.

    მუხლი 123. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) მთავარი სამხედრო პროკურატურის უფროსი ინსპექტორი;

ბ) წამყვანი სპეციალისტი; უფროსი ეკონომისტი;

გ) მთავარი სამხედრო პროკურატურის სპეციალისტი (ეკონომისტ-მოლარე);

დ) მთავარი სამხედრო პროკურატურის ინსპექტორი“.

ე. შევარდნაძე