„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 439
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.019504
439
15/09/2016
ვებგვერდი, 16/09/2016
480140000.10.003.019504
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №439

2016 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2016 წლის 2 აგვისტოს ხელმოწერილი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმი.
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული მემორანდუმის დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი