სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლისათვის ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სტატუსის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 117/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 16/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017190
117/ნ
16/09/2016
ვებგვერდი, 16/09/2016
040030000.22.022.017190
სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლისათვის ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სტატუსის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლისათვის ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სტატუსის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №117/ნ

2016 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლისათვის ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სტატუსის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ, №112, 26.09.2005 წ., სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.724) დამტკიცებულ დანართი №2-ით გათვალისწინებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 საჯარო სკოლას მიენიჭოს ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სტატუსი. 
მუხლი 2
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ, №112, 26/09/2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.724) დამტკიცებულ დანართ №10-ში და დანართის №2 გრაფის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის №3 გრაფა:

3

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა

რუსთაველის №127

 ფიზიკა-მათემატიკა

    დაწ-საბ-საშ.

მუხლი 3
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ, №112, 26/09/2005, სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.007.724) დამტკიცებულ დანართ №2-ში და დანართით გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავიდან ამოღებულ იქნეს №37 გრაფა.
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა