დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის თაობაზე სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1842 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022200 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1842
2016 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის თაობაზე სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 62 პუნქტის, 41 მუხლის, 61 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-7 მუხლის 13 და 14 პუნქტებისა და 71 მუხლის 12 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 ოქტომბრის №13/441 ბრძანებით (შემდგომში − ბრძანება) შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების №1003160 ლიცენზიაში შეიტანოს შემდეგი ცვლილებები:
ა) დავით-გარეჯის ოქრო-ბარიტ-პოლიმეტალურ საბადოზე მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა განსაზღვროს: ვერცხლი – 108,93 (ას რვა მთელი და ოთხმოცდაცამეტი მეასედი) ტონის (108 930 კილოგრამი) ოდენობით, ბარიტი – 895 191,59 (რვაას ოთხმოცდათხუთმეტი ათას ას ოთხმოცდათერთმეტი მთელი და ორმოცდაცხრამეტი მეასედი) ტონის ოდენობით;
ბ) ბექთაქარის ოქრო-პოლიმეტალურ საბადოზე მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა განსაზღვროს: ოქრო – 11 987,87 (თერთმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაშვიდი მთელი და ოთხმოცდაშვიდი მეასედი) კილოგრამის ოდენობით, ვერცხლი – 108 712 (ას რვა ათას შვიდას თორმეტი) კილოგრამის ოდენობით, ტყვია – 27 448 (ოცდაშვიდი ათას ოთხას ორმოცდარვა) ტონის ოდენობით, თუთია – 57 528 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ხუთას ოცდარვა) ტონის ოდენობით;
გ) დაუწესოს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საბადოებზე, მიწისა და სამთო მინაკუთვნი, დანართით განსაზღვრული X და Y კოორდინატების ფარგლებში.
2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, 2017 წლის 1 თებერვლამდე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, განახორციელოს გარემოსდაცვითი ღონისძიებები 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობის თანხის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები