დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1838 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022190 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1838
2016 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
ძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ
1. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს 86 988,39 ლარი (ოთხმოცდაექვსი ათას ცხრაას ოთხმოცდარვა ლარი და 39 თეთრი) ქ. ზუგდიდში, დემურიას ქ. №1-ში მდებარე ობიექტზე ავტონომიური ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოების მიზნით.
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები