სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტოროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2125 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1833
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022181
  • Word
1833
09/09/2016
ვებგვერდი, 19/09/2016
000000000.00.003.022181
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტოროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2125 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1833

2016 წლის 9 სექტემბერი

 ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტოროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2125 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტოროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2125 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობის მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება, ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;“;

„დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში, წარმოების პროფილის შენარჩუნება და შეთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის, კერძოდ, არანაკლებ 120 (ას ოცი) ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიღება-გატარება შემდეგი პირობებით:

დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში, არანაკლებ 120 (ას ოცი) ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის არანაკლებ 25%-ის მიღება-გატარება;

დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში, არანაკლებ 120 (ას ოცი) ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 50%-ის მიღება-გატარება.“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი