საქართველოში სხვადასხვა საავტომობილო გზის მშენებლობისა და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების განსახორციელებლად დაფინანსების გამოყოფის მიზნით, აზიის განვითარების ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკთან კონსულტაციების გამართვის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1825
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022198
  • Word
1825
09/09/2016
ვებგვერდი, 20/09/2016
000000000.00.003.022198
საქართველოში სხვადასხვა საავტომობილო გზის მშენებლობისა და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების განსახორციელებლად დაფინანსების გამოყოფის მიზნით, აზიის განვითარების ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკთან კონსულტაციების გამართვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1825

2016 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოში სხვადასხვა საავტომობილო გზის მშენებლობისა და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების განსახორციელებლად დაფინანსების გამოყოფის მიზნით, აზიის განვითარების ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკთან კონსულტაციების გამართვის შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, აზიის განვითარების ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკთან საქართველოში შემდეგი საავტომობილო გზების მშენებლობისა და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების განსახორციელებლად დაფინანსების გამოყოფის მიზნით,  კონსულტაციების გამართვის შესახებ:

საავტომობილო გზის დასახელება

განსახორციელებელი საქმიანობა

გრიგოლეთი-ფოთი (ლოტი II)

მშენებლობა

რუსთავი-სადახლო

მშენებლობა

რუსთავი-წითელი ხიდი

მშენებლობა

თბილისი-საგარეჯო

მშენებლობა

თბილისის შემოსავლელი გზა (მათ შორის, ნატახტარი-ჟინვალი)

მშენებლობა

სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზა (ანაკლიის პორტის გათვალისწინებით)

მშენებლობა

ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის ბაღდათი- აბასთუმნის მონაკვეთი

რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია

ზემო იმერეთი (საჩხერე)-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა

მშენებლობა-რეკონსტრუქცია

ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი საავტომობილო გზა

მშენებლობა

თელავის, ახმეტის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე გამავალი სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის მიმართულებით საავტომობილო გზები

მშენებლობა-რეკონსტრუქცია.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს აზიის განვითარების ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს, ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული საავტომობილო გზების მშენებლობისა და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების განსახორციელებლად დაფინანსების გამოყოფის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                                                       გიორგი კვირიკაშვილი