დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1822 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022196 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1822
2016 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების სახსრებით დაფინანსებული, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სააეროდრომო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და მიეცეს უფლება, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ძირაგეულის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოიპოვოს 200 000 (ორასი ათასი) მ3 საშენი მასალა (ქვიშა-ხრეში), შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1 | 345905 | 4710127 |
| 2 | 346223 | 4710039 |
| 3 | 346452 | 4709903 |
| 4 | 346507 | 4709785 |
| 5 | 346461 | 4709738 |
| 6 | 346151 | 4709927 |
| 7 | 345963 | 4710018 |
| 8 | 345765 | 4710115 |
| 9 | 345614 | 4710215 |
| 10 | 345365 | 4710269 |
| 11 | 345424 | 4710372 |
| 12 | 345624 | 4710326 |
| S = 13,33 ჰა | ||
| WGS -1984. | ||
2. შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;
გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის მიხედვით დაანგარიშებული თანხის – 34 783 (ოცდათოთხმეტი ათას შვიდას ოთხმოცდასამი) ლარის გადახდა ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
3. შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
4. შპს „კომპანია ბლექ სი გრუპმა“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები