საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობასა და მათი შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამონაკლისის დაშვების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1820
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022194
  • Word
1820
09/09/2016
ვებგვერდი, 20/09/2016
000000000.00.003.022194
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობასა და მათი შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამონაკლისის დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1820

2016 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობასა და მათი შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამონაკლისის დაშვების თაობაზე

„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:

1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა, რომ 2016 წლის განმავლობაში:

ა) ტყის მდგრადი მართვის პრინციპების გათვალისწინებით, საპილოტე პროგრამისა და სხვა საქმიანობების (მათ შორის, სატყეო ღონისძიებები) განსახორციელებლად, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 150 ერთეულით (მ.შ. მუდმივად მომუშავეთა რაოდენობა – 110 ერთეული, ხოლო დროებით მომუშავეთა რაოდენობა – 40 ერთეული), ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება – არაუმეტეს 1300 (ერთი ათას სამასი) ლარით;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სატყეო ღონისძიებების განსახორციელებლად, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 50 ერთეულით (მათ შორის, მუდმივად მომუშავეთა რაოდენობა – 10 ერთეული, ხოლო დროებით მომუშავეთა რაოდენობა – 40 ერთეული), ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება – არა უმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარით.

2. საპილოტე პროგრამისა და სხვა საქმიანობების (მათ შორის, სატყეო ღონისძიებები) განსახორციელებლად დასაქმებული შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურების დაფინანსება (ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არაუმეტეს 150 ერთეული) განხორციელდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სატყეო ღონისძიებების ფარგლებში დასაქმებული შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურების დაფინანსება (ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არაუმეტეს 50 ერთეული) – სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ამავე ღონისძიებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.

 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 დეკემბრის №2388 განკარგულება.

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი