დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1814 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022160 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1814
2016 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულებების შესახებ
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს:
ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფ/პ სალომე კოწოლაძეს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება;
ბ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფ/პ სალომე ჟორდანიას შორის გასაფორმებელი საგრანტოხელშეკრულება;
გ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფ/პ ვაჟა მანიას შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო ხელშეკრულებებში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო ხელშეკრულებების მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება მათ ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდეგ გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები