შპს „სპეცინჟმშენის“ ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
შპს „სპეცინჟმშენის“ ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1812
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022189
  • Word
1812
09/09/2016
ვებგვერდი, 20/09/2016
000000000.00.003.022189
შპს „სპეცინჟმშენის“ ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1812  

2016 წლის 9 სექტემბერი 

ქ. თბილისი

შპს „სპეცინჟმშენის“ ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დართლოში რეკრეაციულ-ტურისტული და კულტურული მნიშვნელობის პროექტის – „დართლოს საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის პროექტის“ დროულად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „სპეცინჟმშენის“ (ს/კ: №206262578) ხე-ტყით უზრუნველსაყოფად, ახმეტის მუნიციპალიტეტმა განახორციელოს თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის №19 კვარტალში 70 (სამოცდაათი) მ3 (ფიჭვის მრგვალი მორი (დიამეტრი 16, 20, 25)) ხე-ტყის მოცულობის ტყეკაფების გამოყოფა.

2. ახმეტის მუნიციპალიტეტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხე-ტყის გაცემა უზრუნველყოს „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                               გიორგი კვირიკაშვილი