დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ეკო კონსალტ საქართველოს“ ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1811 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022187 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1811
2016 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „ეკო კონსალტ საქართველოს“ ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში - შენაქოსა და ჯვარბოსელში „ეროზიების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ - პროექტის დროულად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „ეკო კონსალტ საქართველოს“ (ს/კ: №404497442) ხე-ტყით უზრუნველსაყოფად, ახმეტის მუნიციპალიტეტმა განახორციელოს თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის №19 კვარტალში 5 (ხუთი) მ3 (ფიჭვის მრგვალი მორი (20 ცალი, 4 მ სიგრძის, დიამეტრი 20-25)) ხე-ტყის მოცულობის ტყეკაფების გამოყოფა.
2. ახმეტის მუნიციპალიტეტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხე-ტყის გაცემა უზრუნველყოს „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები