დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ იურიდიული-საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1808 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022180 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1808
2016 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ იურიდიული-საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული კოლეგიების/პალატების შექმნის კონცეფციის სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი ნორმატიული ბაზის ფორმირებისათვის იურიდიული-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები