დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1807 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022177 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1807
2016 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიეცეს თანხმობა, ამ განკარგულების მე-2 პუნქტში განსაზღვრულ პირებს უსასყიდლოდ, დროებით ვადიან სარგებლობაში, აუქციონის გარეშე, გადასცეს შემდეგი სახის მოძრავი ქონება:
ა) საარჩევნო ყუთები;
ბ) კენჭისყრის კაბინები;
გ) სხვა საარჩევნო ინვენტარი.
2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების დროებით ვადიან სარგებლობაში, აუქციონის გარეშე, წერილობითი მიმართვების საფუძველზე, გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ:
ა) იმ კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის:
ა.ა) რომელთა საქმიანობაც პირდაპირ დაკავშირებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობასთან;
ა.ბ) რომელთაც სამართლებრივი სახის ურთიერთობები აქვთ საარჩევნო ადმინისტრაციასთან ან/და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციასთან;
ა.გ) რომელთაც აღნიშნული ინვენტარი ესაჭიროებათ საკუთარი წესებით ან/და სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებულ ჩასატარებელ არჩევნებსა თუ სხვა მსგავსი დანიშნულების არაკომერციული სახის საქმიანობასთან;
ბ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლობებისათვის.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტში აღნიშნული ორგანიზაციების წერილობითი მიმართვის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღებ პირად განისაზღვროს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
4. განკარგულება ძალაშია 2018 წლის 1 იანვრამდე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები