დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1799 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022159 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1799
2016 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
2016 წლის 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, მისი უწმინდესობის, რომის პაპის ფრანცისკეს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯების (მათ შორის, ღონისძიებების გაშუქების ხარჯები) თანადაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გამოუყოს 200 000 (ორასი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები