დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1798 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022158 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1798
2016 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების უზრუნველყოფის მიზნით, ქ. ქუთაისში, შერვაშიძის ქ. №53-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის სამუშაოები და აღნიშნული პროექტის ფარგლებში საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია წყალარინების ქსელის მოწყობა (წითელ ხაზებში).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროექტიდან გამომდინარე, წითელ ხაზებს გარეთ ჩამდინარე წყლების ქსელის მოწყობის სამუშაოების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, გამოუყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კაპიტალის გასაზრდელად.
3. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის საფუძველზე, უზრუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები