დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჭადრაკში ჭაბუკთა და გოგონათა შორის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის) დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1788 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022150 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1788
2016 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
ჭადრაკში ჭაბუკთა და გოგონათა შორის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის) დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ
1. „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილების დანართის მე-4 შენიშვნის თანახმად, ჭადრაკში ჭაბუკთა და გოგონათა შორის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატში (ქ. ბათუმი, 2016 წლის 18-31 ოქტომბერი) მონაწილეობასთან დაკავშირებით, 2016 წლის 15 ოქტომბრიდან 2016 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცეთ აღნიშნული ჩემპიონატის მონაწილე ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის) დელეგაციის წევრებს (სპორტსმენები, მწვრთნელები და თანმხლები პირები).
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი პროცედურების განხორციელება, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი სიის შესაბამისად.
3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და მათი ჭადრაკში ჭაბუკთა და გოგონათა შორის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან ჩინეთის ტაიპეის (ტაივანის) რაიმე ფორმით აღიარებას.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები