საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1785
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022145
  • Word
1785
01/09/2016
ვებგვერდი, 20/09/2016
000000000.00.003.022145
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1785

2016 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხ­ლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართვე­ლოს მთავრობის ადმინისტრაციის კვებითი მომსახურების უზრუნველსა­ყო­ფად საქართველოს მთავ­რობის ადმინისტრაციას მიეცეს თანხმობა, რომ:

ა) შპს „ჰარმონი ივენთს“ (ს/კ 204567922 ) უსა­ს­ყიდლო უზუფ­რუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადით გადასცეს საქართველოს მთავრო­ბის ადმინისტრაციის ადმი­ნისტ­რაცი­ულ შენობაში  არსებული  სასადილო  და  დამხმარე სათავსოები,  საერთო  ფართით 476 მ2 (სასადილოს ფართი II სართულზე - 396 მ2 და დამხმარე სათავსოები I სართულზე - 80 მ2) .

ბ) შპს „ჰარმონი ივენთს“ (ს/კ 204567922 ) თხოვების ფორმით, აუქციონის გარეშე, უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების მოქმედების ვადით გადასცეს  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული, დანართით განსაზღვრული მოძრავი ქონება.

2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ამ განკარგულების შეს­რუ­ლების მიზნით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გა­თ­ვა­ლისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

3. განკარგულება ძალაშია 2016 წლის 19 აგვისტოდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                               გიორგი კვირიკაშვილი