„სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 აგვისტოს №1725 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1784
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022144
  • Word
1784
01/09/2016
ვებგვერდი, 20/09/2016
000000000.00.003.022144
„სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 აგვისტოს №1725 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1784

2016 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 აგვისტოს №1725 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 13 აგვისტოს №1725 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და   პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიეცეს თანხმობა, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის ფარგლებში, შპს „University Research Co.“-ის საქართველოს ფილიალის (შემდგომში − URC) მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ტუბერკულოზის სწრაფი დიაგნოსტიკისთვის შესყიდული და სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის გადაცემული და მის ბალანსზე არსებული 2 ცალი GeneXpert სისტემა უსასყიდლოდ, დროებით  ვადიან სარგებლობაში, არაუმეტეს 2017 წლის 31 დეკემბრისა, აუქციონის გარეშე, გადასცეს შპს „ნიუ ჰოსპიტალსსა“ და სს „რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს“, ტუბერკულოზის შემთხვევების აქტიური მოძიების, სეპარაციის (იზოლაციის) და მკურნალობის სტრატეგიის FAST (Fasting TB cases Actively, Separating safely, Treating effectively) დანერგვის მიზნით, ქვეყანაში ტუბერკულოზის შემთხვევების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის გასაუმჯობესებლად.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი