დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ყვარლის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1783 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022143 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1783
2016 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
ყვარლის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში − დებულება) 74 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციის, აგრეთვე, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და ეზოების კეთილმოწყობის მიზნით, ყვარლის მუნიციპალიტეტი 3 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 5 000 (ხუთი ათასი) მ3 საშენი მასალა (ქვიშა-ხრეში) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
ა) ქალაქი ყვარელი − 2 000 მ3 ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 565983 | 4643982 |
| 2 | 566033 | 4643974 |
| 3 | 566034 | 4643938 |
| 4 | 565980 | 4643943 |
| S = 0,20 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
ბ) სოფ. შილდა − 1 000 მ3 ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 557038 | 4648480 |
| 2 | 557066 | 4648473 |
| 3 | 557049 | 4648441 |
| 4 | 557023 | 4648451 |
| S = 0,10 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
გ) სოფ. ბალღოჯიანი − 1 000 მ3 ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 576215 | 4632128 |
| 2 | 576239 | 4632123 |
| 3 | 576218 | 4632083 |
| 4 | 576196 | 4632087 |
| S = 0,10ჰა | ||
| WGS 1984; | ||
დ) სოფ. ახალსოფელი − 1 000 მ3 ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 581087 | 4638329 |
| 2 | 581123 | 4638329 |
| 3 | 581125 | 4638301 |
| 4 | 581086 | 4638301 |
| S = 0,11 ჰა | ||
| WGS 1984. | ||
2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი − ყვარლის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის.
3. დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტმა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობის თანხების გადახდა:
ა) ქალაქ ყვარელში 2 000 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის − 348 ლარი;
ბ) სოფელ შილდაში 1 000 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის − 174 ლარი;
გ) სოფელ ბალღოჯიანში 1 000 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის − 174 ლარი;
დ) სოფელ ახალსოფელში 1 000 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის − 174 ლარი.
4. ყვარლის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში− გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
5. ყვარლის მუნიციპალიტეტმა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები